სომხეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის კავშირი არსებობს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის კავშირი არსებობსმ, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა განაცხადა, სომხეთის განათლებისა და ტექნოლოგიების ფონდის მთავარი კაბინეტის გახსნის ცერემონიაზე.

” სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის ამ მომენტისათვის ოპერატიული კავშირია დამყარებული. ეს კავშირი წარსულშიც არსებობდა, თუმცა ახლა აღდგენილია და სამუშაოები ტარდება”, – განაცხადა დავით ტონოიანმა.

28 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დუშამბეში, სახელმწიფო საზღვარზე  დაძაბულობის შემცირებისა დაა ინციდენტების პრევენციის თავიდან აცილებაზე შეთანხმდნენ.

” ამჯერად პრაქტიკული საუბარი შედგა, რომლის შედეგადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს დავავალებთ, რომ გადადგან ნაბიჯები საზღვარზე დაძაბულობის შემცირების და სასაზღვრო ინციდენტების თავიდან აცილებისთვის. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და დაამატა, რომ ისინი ოპერატიული კავშირის დამყარებაზე შეთანხმდნენ.