სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ფიტსბურგის სინაგოგის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ათზე მეტი ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს:
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ფიტსბურგის სინაგოგში ათეული უდანაშაულო ადამიანზე დაღუპვის გამო.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობისა და შეუწყნარებლობის ამგვარ ამაზრზენ გამოვლინებას და გამოვხატავთ სოლიდარობას მსოფლიოს საერთო ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩემი და სომეხი ხალხის სახელით, სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და ამერიკელ ხალხს”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021