დარღვევები ახალქალაქში-ერთ – ერთ საარჩევნო უბანთან ზურაბიშვილის სააგიტაციო მაისურით ბავშვები დგანან

დარღვევები ახალქალაქში – სოფელ ბავრას საჯარო სკოლასთან, სადაც ერთ-ერთი საარჩევნო უბანია განთავსებული, „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მაისურებით ბავშვები დგანან. მცირეწლოვნები არ განმარტავენ, ვინ დააყენა ისინი ადგილზე. საარჩევნო უბანთან მდგომი სხვა პირები კი აცხადებენ, რომ ბავშვები დგომა უბანზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა არ არის.

დარღვევები ფიქსირდება საარჩევნო უბნის შიგნითაც, სადაც სხედან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ეწევიან ამომრჩევლის აღრიცხვას. მათ არ დაუმალავთ, რომ სწორედ მმართველ გუნდს წარმოადგენენ.

საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და მისი შვილი ადგილზე მედიის გამოჩენამ გააღიზიანა.

„კამერა გაწიე, არ მინდა რომ გადამიღოთ,“-მიმართა ჟურნალისტს კომისიის თავმჯდომარის შვილმა.

საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ დარღვევები უბანზე არ არის და აგიტატორები, რომლებიც იმყოფებიან როგორც საარჩევნო უბნის გარეთ, ასევე შიგნით კანონს არ არღვევენ.

ადგილზე რამდენჯერმე მივიდა Opel-ის მარკის მანქანა, რომელსაც მოჰყავს ამომრჩეველი სხვადასხვა სოფლებიდან. ამ მანქანის საქარე მინაზე განთავსებული იყო რიცხვი 48, თუმცა კამერების დანახვის შემდეგ, მძღოლმა პლაკატი ჩამოხსნა.

rustavi2.ge