დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის განმტკიცებას გეგმავენ. ამის შესახებ 25 ოქტომბერს, ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის პრესსპიკერმა, ალმაატაში უსაფრთხოების და სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელების დსთ-ის საბჭოს სხდომის შედეგების შეაჯამებისას განაცხადა.
“შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამეგობრობის ქვეყნების უშიშროების ორგანოების ინფორმაციისა და საქმიანი თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების საკითხები თანამედროვე საფრთხეებთან მიმართებაში. განსაკუთრებით, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით “, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021