აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა ბაქოში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილა. ამის შესახებ haqqin.az იტყობინება.
ბოლტონმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
“მე აქ ვიმყოფები ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. შეერთებულ შტატებს ესმის, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, შეერთებული შტატები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებს უჭერს მხარს, რადგან მშვიდობა მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის”, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.