ივანიშვილი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის წარმოებას მხარს უჭერს

ბიძინა

ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ შესაძლოა ქვეყანამ დამატებით 1-2 მილიარდის ექსპორტიც მოახერხოს, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა კანაფის წარმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, მთელმა გუნდმა ანგარიში გაუწია საზოგადოებისა და საპატრიარქოს რეაქციას და შეაჩერეს კანონნპროქტი.

„თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი არასდროს არ წასულა საზოგადოების წინააღმდეგ, არ წავა არც ახლა… წარმოება არ არის იოლი, მაგრამ მთავარია ჩვენი საზოგადოება და მათი რეაქცია. ჩვენ დიდ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს ეკლესიას, ძალიან დიდი პატივს ვცემთ ილია მეორეს, მეუფე შიოს, სხვა მეუფეებს, ვინც შეშფოთდნენ და რეაქციაც იყო ადეკვატური… რენტაბელობა ძალიან დიდია, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, 500%-ზე მეტია, და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს 1, 2  და 3 წელში. ქვეყნები მინდა ჩამვთვალო, რომლებიც აწარმოებენ და ექსპორტზეც გააქვთ, აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია, ასევე უზბეკეთი”, – განაცხადა ივანიშვილმა.