ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელი ახკერპის მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, მათ იმედი აღარ აქვთ, რომ „ახალი პრეზიდენდი რამე კარგს გააკეთებს“.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, არც მიზეზს მალავენ, თუმცა თავიანთი გეგმების შესახებ ხმამაღლა საუბარს მაინც ერიდებიან. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მათი არჩევნებში მისვლით „მაინც არაფერი შეიცვლება“, „მაინც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია“; „ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტი, ჩვენთვის არაფერი შეიცვლება“.
რატომ არის სოფლის მოსახლეობა ასე იმედგაცრუებული? ესეც გასაგებია – დაპირებები ისევ დაპირებებად რჩება. სოფელის მოსახლეობა კვლავ უგზოობას უჩივის.
„რატომ მივიდე არჩევნებზე? თუ ასე უპატრონოდ უნდა ვიყოთ დარჩენილები ამ ხეობაში. დიდი არაფერი გვინდა, ცოტა მაინც გააკეთონ. გზას ვითხოვთ. ვერც სასწრაფო მოდის სოფლამდე დროულად, ვერც ჩვენ მიგვყავს ავადმყოფი საავადმყოფომდე, ორსულებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ამ ხეობიდან გასასვლელად ცოტა ნორმალური გზა მაინც გვქონდეს, მეტი არაფერი გვინდა. ყოველ წელს ამბობენ, რომ შემდეგ წელს გააკეთებენ, დაფინანსება არისო, ტენდერი არისო, მაგრამ ვერავერს ვხედავთ“, – ამბობს სომფლის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა (ან უფრო შეეშინდა).
შეგახსენებთ, ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელ ახკერპს, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან მოუგვარებელი პრობლემები აწუხებს. საბჭოთა დროინდელი გზა, უმუშევრობა და სიღარიბე აქ მთავარი პრობლემებია, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. მუნიციპალიტეტიდან 60, თბილისიდან კი 100 კილომეტრით მოშორებულ სოფელში დასაქმების ერთადერთი საშუალება გამგეობა და სკოლაა. სოფელს არა აქვს გზა, გაზი და ინტერნეტი.
სოფლის მოსახლეობა ყველა პრობლემას უგზოობას უკავშირებს.
27 ივნისს, საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რუბენ სადოიანი სტუმრობდა. სადოიანმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად სომხებით დასახლებული სოფლები მოინახულა. მართალია მოსახლეობამ პრობლემებზე ღიად არ ისაუბრა, თუმცა მოუწესრიგებელი გზის საფარის შესახებ მაინც შესჩივლა ელჩს. თავის მხრივ რუბენ სადოიანმა პირობა დადო, რომ ამ პრობლემის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმსჯელებდა.
ელჩთან შეხვედრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ ახკერპისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერის თვიდან დაიწყებოდა.
2 სექტემბერს, სოფელ ახკერპში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მართლაც დაიწყო, თუმცა დაპირებული ბეტონის გზის მაგივრად, ქვები დაყარეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021