სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით ვერ მიიღო. კანონპროექტს მხარი 56 დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო. სხდომას ესწრებოდა 69 დეპუტატი, ხოლო დანარჩენმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
კანონპროექტის მისაღებად 63 ხმა იყო საჭირო.
16 ოქტომბერს, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობამ დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ეროვნულ ასამბლეას განსახილველად გადაუგზავნა. საარჩევნო რეფორმის მთავარი მიზანია სომხეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021