საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების ათეულში სომხეთი მესამე ადგილზეა

ფოტო

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი აზერბაიჯანი (343.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (314.7 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (199.2 მლნ. აშშ დოლარი) არიან.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს – 375.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, 279.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.4 პროცენტი), ხოლო მესამე  – ფეროშენადნობები, 271.9 მლნ. აშშ დოლარი (11.1 პროცენტი).

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა.

საექსპორტო ათეულია: აზერბაიჯანი – 342 983.4 აშშ დოლარი; რუსეთი – 314 684.0 აშშ დოლარი; სომხეთი  – 199 237.3 აშშ დოლარი; თურქეთი – 194 615.3 აშშ დოლარი; ბულგარეთი – 179 687.8 აშშ დოლარი; ჩინეთი – 162 804.2 აშშ დოლარი; აშშ  – 126 859.9 აშშ დოლარი; უკრაინა – 116 560.4 აშშ დოლარი; ყაზახეთი – 61 781.9 აშშ დოლარი; შვეიცარია – 57 458.0 აშშ დოლარი.