საქართველო -სომხეთის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები სომხეთის ხელისუფლების მიერ დადგენილ შეზღუდვას აპროტესტებენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.
დაახლოებით 130 მარჯვენასაჭიანი ავტომობილის იმპორტიორი, რომელიც ქვეყანაში ავტომობილის შეტანას ითხოვს, ამბობს, რომ წლის დასაწყისში ხელისუფლების მიერ მიღებული კანონპროექტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას მხოლოდ 1-ლი აპრილიდან -1-ელ ოქტომბრამდე ითვალისწინებდა, თუმცა მათთვის უცნობი იყო, რომ ეს აკრძალვა სამუდამოდ გაგრძელდებოდა.
სომხური მედიის ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვა 1-ლი ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდებოდა, მაშინვე გასაჯაროვდა, თუმცა იმპორტიორებს იმედი ჰქონდათ, რომ ახალი ხელისუფლება ამ კუთხით უფრო მეტად ლოიალური იქნებოდა და შეზღუდვას გააუქმებდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021