აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, ამ წლის აპრილის ბრძანებულების თანახმად, ყარაბაღის ომში დაღუპულთა ოჯახებმა, ერთჯერადი დახმარების სახით, 11 ათასი მანათი (დაახლოებით 6470 დოლარი) უნდა მიიღონ. წერს jam-news.
ამასთან, აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბევრმა მათგანმა 90-იან წლებში კომპენსაცია უკვე მიიღო და ესე იგი, მათ ფული აღარ ეკუთვნით.
ზოგიერთი დაღუპულის ოჯახი, თვის მხრივ, ამბობს, რომ მათ მაშინ არავითარი ფული არ მიუღიათ. მართალია, სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას ეტყობა არ ჩქარობს. საბოლოოდ, ყარაბაღის ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებმა მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტი) შენობის წინ აქცია ჩაატარეს, და საკითხი პლენარულ სხდომაზე მოხვდა.
დეპუტატი ფაზილ მუსტაფა შექმნილ სიტუაციაში იმ სახელმწიფო სტრუქტურებს ადანაშაულებს, რომელთა გამოც მოქალაქეებს თავად უწევთ იმის მტკიცება, აღებული ჰქონდათ თუ არა ის ფული.
„ეს არასწორი მიდგომაა. ამ სტრუქტურებს თავისი არქივი უნდა ჰქონდეს. მათ თავიანთი ფუნქცია უნდა შეასრულონ და მომჩივანები მილი მეჯლისში გააგზავნონ. შესაძლოა, ამ ადამიანების რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ მათ უკმაყოფილებას რეაგირება უნდა მოჰყვეს. შეიძლება რომელიმე მათგანი არ არის მართალი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველაფერში უნდა გაერკვეს“.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021