18 ოქტომბერს, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის აღმასრულებელი ორგანოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ, თავის ფეისბუქის გვერდზე სომხეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ არმენ აშოტიანმა დაწერა.
“სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის აღმასრულებელი ორგანოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე სერჟ სარგსიანი მართავდა. სხდომაზე განიხილეს სომხეთში არსებული შიდა პოლიტიკური მდგომარეობა. საუბარი შეეხო მთავრობის მიერ ეროვნული ასამბლეისთვის წარდგენილ საარჩევნო კოდექსის პროექტს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს”, – წერს აშოტიანი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021