ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა არამ სიმონიანმა 18 ოქტომბერს, ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის გენერალური მდივნის მოადგილე ხან დაჩუანი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური იტყობინება.
შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთში ჩინეთის ელჩი ტიან ერლონი, სამეცნიერო პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ვიცე-რექტორი გერამ გევორგიანი, ასევე საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანები და პროფესორები.
ხან დაჩუანმა აღნიშნა, რომ ჩინეთის დელეგაცია პირველად იმყოფება ქვეყანაში და უნივერსიტეტთან საქმიანი კავშირების დამყარებას პასუხისმგებლობით ეპყრობა.
“ცნობილია, რომ ჩინეთი გეოგრაფიულად საკმაოდ ფართო მასშტაბის მომცველ “ერთი გზა, ერთი მიმართულება” პროექტს იწყებს, რომლის ერთ-ერთი აქტიური პარტნიორი სომხეთია”, – განაცხადა ხან დაჩუანმა.
დისკუსიის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთო ღონისძიებებს განახორციელებენ, როგორიცაა სტუდენტების და ახალგაზრდა ლექტორების გაცვლა, გამოფენების, კონფერენციების, კვლევების განხორციელება და ა.შ.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა არამ სიმონიანმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტი მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთში ჩინეთის მეცნიერების გავრცელებას და გაფართოებას.
შეხვერის შემდეგ ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით დაფუძნებული ჩინური მეცნიერების ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ცენტრი ჩაატარებს კვლევას ჩინეთის ისტორიისა და პოლიტიკის შესახებ, ასევე მოაწყობს საერთაშორისო კონფერენციებს, სამეცნიერო დისკუსიებსა და შეხვედრებს. იგი ასევე იქნება ჩინეთის სწავლების სტუდენტთა რესურს ცენტრი.