სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სომხური მხარის პოზიცია კარგადაა ცნობილი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სომხური მხარის პოზიცია კარგად არის ცნობილი. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მნაცაკანიან ამ განცხადებით სომხეთში აშშ-ს ელჩის რიჩარდ მილუსის ინტერვიუს გამოეხმაურა.

“ჩვენი პოზიცია ყარაბაღის საკითხზე ძალიან ნათელია. ბოლო დროს ლუქსემბურგში ვისაუბრე ამაზე, პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ ისაუბრა. ჩვენ ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაპირებთ ჩვენს პოზიციაზე და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.

“ევნრეპორტთან” ინტერვიუში რიჩარდ მილსმა აღნიშნა, რომ “2016 წლის აპრილის ომმა კიდევ უფრო გაამწვავა სომხების აღქმა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ოკუპირებულ ტერიტორიების გარკვეული ნაწილის დაბრუნებას მოითხოვს”.