სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ქვეყნის საზოგადოებრივ არხზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„მე თანამდებობიდან მივდივარ. ყველას წარმატებას ვუსურვებ არჩევნებში. ჩვენ სამართლიანი არჩევნების გარანტიას ვიძლევით“, – განაცხადა ფაშინიანმა. იქვე მან განმარტა, რომ ეს გადადგომა ფორმალურია, თუმცა, მაინც ამაღელვებელი მომენტია მისთვის.
სომხეთის კონსტიტუციით, პრემიერმინისტრის გადადგომის შემდეგ, ახალი მეთაური პარლამენტმა 14 დღეში უნდა აირჩიოს. თუ ეს ორჯერ ვერ მოხერხდება, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება.
ფაშინიანი პარლამენტის დათხოვნას ემხრობა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021