15-18 ოქტომბერს ჟენევში საპარლამენტშორისო კავშირის გენერალური სამდივნოს ასოციაციის სხდომა გაიმართა, სადაც სომხეთის ეროვნული ანსამბლეის გენერალურმა მდივანმა არა სარათელიანმა მიიღო მონაწილეობა.
სხდომის დღის წესრიგში შედიოდა პარლამენტების საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, საპარლამენტო-სამთავრობო დიალოგის, სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესების საკითხები.
სხდომის ფარგლებში სომხეთის ეროვნული ანსამბლეის გენერალურმა მდივანს სხვადასხვა ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების გენერალურ მდივნებთან.
შეხვედრისას, ასევე განიხილეს 6-7 დეკემბერს გენერალური მდივნების სემინარის ჩატარების საკითხი, კიდევ ერთხელ დადასტურდა საპარლამენტშორისო კავშირის გენერალური სამდივნოს ასოციაციის სხდომის ერევანში ჩატარების საკითხი.