სტამბულში ქუჩას ჰრანტ დინქის სახელი დაერქვა

სტამბულის საბჭოს უშიშროების სხდომაზე გადაწყდა ქალაქის რამდენიმე ქუჩას სახელი გადაერქვას.

ამასთან, სტამბულის შიშლის რაიონში არსებულ ქუჩას, გაზეთ “Agos”-ის დამფუძნებლის, მთავარი რედაქტორის ჰრანტ დინქის სახელი დაერქვა.

2007 წლის 19 იანვარს, კონსტანტინოპოლის შიშლის რაიონში მდებარე გაზეთ “Agos-ის” რედაქციის წინ სამი გასროლის შედეგად დაიღუპა სომეხი ჰრანტ დინქი.

დინქი თანამედროვეთა შორის ერთერთი იყო, რომელმაც სიჩუმე დაარღვია და სომხური გენოციდის შესახებ დაიწყო საუბარი თურქეთის მთავარ ქალაქ სტამბულში.