საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ქართველი მოცეკვავე წყვილი – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გრან პრის ფინალშია.
ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა მოცაკვავე წყვილმა შეძლო გრან პრის ეტაპების ორი ვერცხლის მედლის და ფინალური საგზურის მოპოვება.
ერევანში გამართულ გრან პრის სერიის მეშვიდე ეტაპზე, გარდა მოცეკვავე წყვილისა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიასი, რომლებმაც ორი ეტაპის ჯამური შედეგით გრან-პრის ფინალის საგზური მოიპოვეს, ერთეულ თანრიგებში ასპარეზობდნენ ირაკლი მაისურაძე ( ვაჟები) და ალინა ურუშაძე ( გოგონები) .
ქართველ მოცეკვავე წყვილთან ერთად ფინალში იასპარეზებს 3 წყვილი რუსეთიდან, ერთი კანადიდან და ერთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
გრან პრის თასის გათამაშება, ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებთან ერთად ის მაღალრეიტნგული საერთაშორისო ტურნირია, რომელიც 1997 წლიდან იუნიორთა და სენიორთა კატეგორიებში ტარდება საერთაშორისო საციგურაო კავშირის მიერ და მასში მონაწილეობენ მსოფლიოს ქვეყნების ყველაზე სახელოვანი მოციგურავეები.
იუნიორთა კატეგორიაში გრან-პრის სერია მოიცავდა შვიდ ეტაპს და იგი ტარდებოდა მიმდინარე წლის აგვისტოდან სლოვაკეთში, ავსტრიაში, ლიტვაში, კანადაში, ჩეხეთში, სლოვენიასა და ბოლო მეშვიდე ეტაპით 13 ოქტომბერს დასრულდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში.
მოცეკვავე წყვილებში სულ შვიდ ეტაპზე ჩართული იყო 24 ქვეყნის 65 წყვილი, რომლებიც ასპარეზობდნენ გრან პრის ფინალური ნაწილის 6 საგზურის მოსაპოვებლად, მათ შორის, ორ ეტაპზე ოსტრავასა და ერევანში გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია. ქართველმა წყვილმა სექტემბერში ოსტრავაში გამართულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიმსახურა და ერევნის ტურნირის წინ მაღალი შანსები შეიქმნა ფინალში გასასვლელად, თუმცა ერევანში მათ ასპარეზობა მოუწიათ საკმაოდ ტიტულოვან ორ წყვილთან რუსეთიდან , კანადიდან , ამერიკის შეერთებული შტატებიდან , ბელორუსიიდან , ესტონეთიდან , უკრაინიდან. 15 წყვილს შორის ქართველმა მოციგურავეებმა 164, 65 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს და საერთო რეიტინგულ სიაში ორივე ეტაპის ჯამური შედეგით 318, 52 საუკეთესო ექვსეულში მოიპოვეს საგზური გარნ -პრის ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ, რომელიც გაიმართება 6-9 დეკემბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021