საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ სომეხი და ფრანგი ხალხი ნახევრად თანამემამულეები არიან. მან ეს განცხადება ერევანში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა, 24News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
“მოხარული ვარ, რომ სომხეთში ვიმყოფები და დღეს ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტში მონაწილეობას ვიღებ. სომხეთი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ქვეყანაა. სომხებმა შექმნეს საფრანგეთის ისტორია, შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ ნახევრად თანამემამულენი ვართ, და სომხები ჩვენი ისტორიისა და სიამაყის შემადგენლობაში შედიან”, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი სომხეთში, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტის ფარგლებში იმყოფება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021