“აზნაურ” ცენტრის სრული კონცეფციის პრეზენტაციას 11 ოქტომბერს, სომხეთში პირველად ფრანკოფონიის მე -17 სამიტის ფარგლებში გაიმართება . ლეგენდარული შანსონიე შარლ აზნავურის ვაჟმა, “აზნავურ” ფონდის თანადამფუძნებელმა ნიკოლა აზნავურმა ფრანგულ ყოველკვირეულ ჟურნალ Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
“ღრმა მწუხარების მიუხედავად, ცენტრი უნდა გავხსნა მამაჩემის გარეშე, ეს არის ჩემი მოვალეობა, რომ ყველაფერი გავაკეთო ისე, როგორც მას სურდა”, – განაცხადა ნიკოლა აზნავურმა.
ნიკოლა აზნავურმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის იდეა მამამისთან ერთად შექმნეს. მან განაცხადა, რომ შარლ აზნავურის სურვილი იყო ხალხთან მისთვის ყველაზე ძვირადღირებული ფრანგული მუსიკის და კინოს კულტურის გაზიარება.
ნიკოლა აზნავურმა აღნიშნა, რომ როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა ფონდი “შესანიშნავად წარადგენს” ფრანგული კულტურას სომხეთში.
“ამ ცენტრის ნაწილი მიეძღვნება შარლ ზნავურის ხელოვნებას, თუმცა უფრო მეტად ინტერაქციულ გარემოში, ვიდრე ტრადიციულ მუზეუმის. მუზეუმის გარდა, ცენტრი ასევე შეასრულებს საგანმანათლებლო და კულტურულ ფუნქციებს, სადაც მოეწყობა დისკუსიები”, – განაცხადა ნიკოლა აზნავურმა.