ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი და პირველი ლედი ნადი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზიაციის მე-17 სამიტზე დასასწრებად ერევანს სტუმრობს.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯებრან ბასილი ასევე შეუერთდება ლიბანის დელეგაციას, რომლსაც ლიბანის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე იმყოფებიან სხვა მინისტრები, ელჩები და დიპლომატები.
ლიბანის პრეზიდენტი სამიტზე სიტყვით გამოვა, ასევე შეხვედრებს გამართავს სომხეთის სახელმწიფო და სამიტის დელეგაციების ხელმძღვანელებთან.
11 -12 ოქტომბერს, ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტი იმართება, რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 7 ოქტომბერს, ერევანში უკვე დაიწყო.
კვირას, ერევანში ფრანკოფონიის მუდმივმოქმედი საბჭოს 105-ე სესია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა სრულუფლებიანი, ასოცირებული და დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისა და მთავრობების 100-მდე მაღალი დონის დელეგაცია და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი ორგანიზაციები.