სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ართურ ჯავადიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ინდონეზიის ქალაქ ბალიში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ლიდერების საბჭოს შეხვედრებსა და პლენარულ სესიებზე მიიღებს მონაწილეობას.
პლენარული სხდომის გარდა, იგეგმება ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ფორმტით შეხვედრაზე, რომლის დროსაც რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები იქნება წარმოდგენილი.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპის საინვესტიციო ბანკის, გერმანიის KfW ბანკისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.