Latest posts by Aliq Media (see all)
“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2017 წელს ქართველი პარლამენტარების საზღვარგარეთ მივლინებებში, ქვეყნის ბიუჯეტიდან 1 730 951.14 ლარი დაიხარჯა.
გასული წლის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას 22 მივლინება ბიუჯეტს თითქმის 55 000 ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს პარლამენტში, მათ შორის ყველაზე მცირე სამივლინებო ხარჯი დეპუტატ, სავალან მირზოევს დაუჯდა, კერძოდ, ვილნიუსში მისი ვიზიტი 273.33 ლარი დაჯდა.
ყველაზე ბევრჯერ მივლინებაში იმყოფებოდა პოღოსიანი რუსლანი (ბეირუთი, ვილნიუსი, ერევანი) და ეს ბიუჯეტს 6,300 ლარი დაუჯდა.
გასული წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა მივლინებაში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი ენზელ მკოიანი და მისმა მივლინების ხარჯებმა სტრასბურგში 4449.81 ლარი შეადგინა.
დეპუტატების მივლინებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ