სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციების მმართვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად ფელიქს ცოლაკიანი დაინიშნა.
ნიკოლ ფაშინინმა სამინისტროს თანამშრომლებს ახალდანიშნული მინისტრი გააცნო და აღნიშნა, რომ ცოლაკიანის თანამდებობაზე დანიშვნა არ იყო შემთხვევით, რადგან ის წლების განმავლობაში ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მუშაობდა, მას ასევე გენერალ- ლეიტენანტის სამხედრო წოდება აქვს.
აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წარუკიანისა და რევოლუციური პარტიის ექვსმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი აშოტ ჰაკობიანი, ეკონომიკის განვითარების მინისტრი არწვიკ მინასიანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევონ ვაჰრადიანი,საგანგებო სიტუაციების მინისტრი ჰრაჩია როსტომიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ართურ ხაჩატრიანი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ართურ გრიგორიანი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მინისტრებმა პარლამენტის რეგლამენტის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ახალ კანონპროექტს 2 ოქტომბერს, საგანგებო სესიაზე მოაწერეს ხელი.