ერევნის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ აკადემიურ თეატრში შარლ აზნავურის ხსოვნის საღამო გაიმართება

5 ოქტომბერს, 17:00- 21:00 საათზე ერევნის ალექსანდრ სპენდარიანის სახელობის  ოპერისა და ბალეტის ეროვნულ აკადემიურ თეატრში შარლ აზნავურის ხსოვნის საღამო გაიმართება.

სომხეთის კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება, რომ ცნობილი შანსონიეს ხსოვნის წიგნი გაიხსება.

ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელსაც “საფრანგეთის ფრანკ სინატრას” უწოდებდნენ, შარლ აზნავური 1-ელ ოქტომბერს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამერიკული “თაიმს”-ის გამოკითხვის შედეგად, 194 ათასი ხმით, აზნავური “საუკუნის ხელოვნებათმცოდნედ” დასახელდა. აზნავურს ასევე სომხეთისა და საფრანგეთის სახელმწიფო უმაღლესი ჯილდობი აქვს მიღებული.