სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხი მიმდინარეობს. მთავრობა არასრული შემადგენლობით ესწრება სხდომას, რადგან 2 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წარუკიანისა და რევოლუციური პარტიის ექვსმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მინისტრებმა პარლამენტის რეგლამენტის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ახალ კანონპროექტს 2 ოქტომბერს, საგანგებო სესიაზე მოაწერეს ხელი.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი აშოტ ჰაკობიანი, ეკონომიკის განვითარების მინისტრი არწვიკ მინასიანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევონ ვაჰრადიანი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი ჰრაჩია როსტომიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ართურ ხაჩატრიანი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ართურ გრიგორიანი.