სომხეთის ეროვნულმა ასაბლეამ საგანგებო სხდომაზე პარლამენტის წესდების შესახებ სადავო კანონი მიიღო

სომხეთის ეროვნული ანსამბლეამ დღეს საღამოს, საგანგებო სხდომაზე, მეორე მოსმენით 67 ხმით ეროვნული ასამბლეის წესდების შესახებ სადავო კანონში ცვლილებების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მიერ იყო ინიცირებული. სხდომა პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ათასობით ადამიანის პროტესტის პარალელურად მიმდინარეობდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს.

შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის სხდომაზე ქვორუმი ვერ შედგება, ან ქვორუმი შედგება, მაგრამ კანონმდებლებს სესიაში მონაწილეობა შეეზღუდება, ამ შემთხვევაში სხდომა უნდა შეჩერდეს და განახლდეს შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ. ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყველა ვინც აღნიშნულ კანონპროექტს უჭერმს მხარს ანტი-რევოლუციონერია.

ეროვნული ანსამბლეას სომხეთის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა არმენ აშოტიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ხმა მისცეს პარტია “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია” , გაგიკ წარუკიანის პარტიამ და რესპუბლიკურმა პარტიამ.

“ეს კანონი იმისთვის არის,რომ ეროვნულმა ანსამბლეამ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება შეძლოს,” – აღნიშნა მან.

კანონპროექტის მოწინააღმდეგების აზრით, რესპუბლიკური პარტია და მისი მომხრეები ამ გზით ცდილობენ შეაფერხონ პარლამენტის შესაძლო დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. კანონით, თუ დეპუტატები პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ორჯერ ვერ მიიღებენ, მიმდინარე პარლამენტი დაშლილად ცხადდება და ინიშნება რიგგარეშე არჩევნები, რის მიღწევასაც ფაშინიანი უმოკლეს ვადებში ცდილობს.