თბილისში, სომხეთის საელჩოში შარლ აზნავურის ხსოვნის წიგნი გაიხსნება

3, 4 და 5 ოქტომბერს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოში  სომხეთის საელჩოში გაიხსნება სომეხი ხალხის უდიდესი შვილის, ცნობილი შანსონიეს, შარლ აზნავურის ხსოვნის წიგნი. ამის შესახებ, საქართველოში სომხეთის საელჩი იტყობინება..

დიდი შანსონიეს ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩანაწერის გაკეთების მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში შემდეგი მისამართზე: ტეტელაშვილის 4.

1-ელ ოქტომბერს, ფრანგი, წარმოშობით სომეხი შანსონიე შარლ აზნაური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.