„ევროპული საქართველოს“ წევრებს მარნეულში, ორი წლის განმავლობაში ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ

მარნეული

მარნეულში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მცხოვრებლები არიან განაცხადეს, რომ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვეს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდნენ.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, წევრები, რომლებმაც პარტია დატოვეს, აცხადებენ, რომ მათ „ევროპულ საქართველოში“ ატყუებდნენ. მათი თქმით, დღემდე სჯეროდათ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე პარტიაა. ამის შესახებ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოდან“ პროპორციული სიით მე-12 კანდიდატად დარეგისტრირებულმა გულიევ ნიზამიმ განაცხადა.

წყარო: marneulifm.ge