სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ეთერით მწუხარება გამოთქვა ცნობილი მომღერლის, შარლ აზნავურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ აზნავურის გარდაცვალება არა მხოლოდ საფრანგეთის და სომხეთის, არამედ მსოფლიოს დანაკარგია.
” შარლ აზნავური ამბობდა, რომ ის 100 პროცენტით ფრანგია და იგივე მაჩვენებლით სომეხიც. ეს მართლაც მტკივნეული, მწვავე დღეა ჩვენი ხალხის ისტორიისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. სომხეთის ეროვნული გმირი შარლ აზნავური გარდაიცვალა და მინდა სომეხი ხალხის სახელით გამოვხატო ჩემი მწუხარება. ფრანგ ხალხს, შარლ აზნავურის გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში, მისი ხელოვნების მოყვარულებს და ახლობლებს თანაგრძნობას ვუცხადებ”, – წერს ფაშინიანი.