94 წლის ასაკში წარმოშობით სომეხი, ფრანგი შანსონიე შარლ აზნავური გარდაიცვალა.
შაჰნურ ვაღინაკ აზნავურიანი იყო მომღერალი, კომპოზიტორი, სახალხო აქტივისტი და მსახიობი.
შარლ აზნავური დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საფრანგეთში 1892 წელს გადასახლდნენ. შარლის დედა სომეხ ვაჭართა ოჯახიდან იყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა. მამა საქართველოში დაიბადა კერძოდ კი ქალაქ ახალციხეში. გადმოცემით, აზნავურის პაპა მამის მხრიდან ნიკოლოზ მეორის პირადი მზარეული იყო ლიკანის რეზიდენციაში.
2009 წლის მაისიდან, ცნობილი მომღერალი შვეიცარიაში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იყო, ასევე სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროს ჟენევის ოფისში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
შარლ აზნავურს 2008 წელს სომხეთის მოქალაქეობა მიანიჭეს.