Latest posts by Aliq Media (see all)
მარნეულში, „ათა ჰოლდინგის“ სპორტულ დარბაზში, გოგონათა შორის კალათბურთში, მარნეულის ღია პირველობა გაიმართა.
როგორც „ალიქ მედიას“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სპორტულ აქტივობას, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენებს, მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ დღისთვის, კალათბურთელ გოგონებს მუნიციპალიტეტმა საჩუქრად სათამაშო ფორმები გადასცა.
სპორტული ღონისძიება, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.