ნიკოლ ფაშინიანმა თურქმენეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

“დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობათაშორისი შეთანხმებების განხორციელება ხელს შეუწყობს სომხეთ-თურქმენეთის ურთიერთობების, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, ისევე როგორც ტრადიციული მჭიდრო ჰუმანიტარული კავშირების გაფართოებას”, – აღნიშნულია ფაშინიანის წერილში.

ფაშინიანმა თურქმენეთის მეგობარ ხალხს კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება უსურვა.