სომხეთში მომხდარ “ხავერდოვან რევოლუციას” ევროკავშირი განიხილავს, როგორც სომხეთში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის შექმნის ახალ შესაძლებლობას.
სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პიოტრ სვიტალსკიმ აღნიშნული განცხადება “სომხეთ-ევროკავშირის სტრატეგიული პოლიტიკის დიალოგი სამართლის სფეროში რეფორმის” სემინარზე განაცხადა.
“წლების განმავლობაში ევროკავშირმა 50 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა იმისათვის, რომ სომხეთის მართლმსაჯულების სისტემა უფრო ეფექტურად ფუნქციონირებდეს. ევროკავშირმა ხელი შეუწყო სამართლიანი სასამართლოს შექმნასა და განახლებას. ასევე განვახორციელეთ დიდი ინვესტიციები არმავირის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რევოლუციის შემდეგ ამ მიმართულებით სომხეთში ახალი ერა დაიწყო. ის რაც ხდება ახლა სომხეთში, ახალ ფანჯარას ვუწოდებთ. ეს სომხურ ინსტიტუტების ახალი შესაძლებლობაა შეექმნან სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემა”, – განაცხადა სვიტალსკიმ.
სვიტალსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა სომხეთის მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021