ნიუ-იორკში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

26 სექტემბერს, ნიუ-იორკში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის ელმარ მამედიაროვის შეხვედრა გაიმართება“, – განაცხადეს უწყებაში.

ეუთო-ს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხზე მუშაობს. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები რუსეთი, საფრანგეთი და აშშ არიან.