25 სექტემბერს, ერევნის “წმინდა გრიგოლ განმანათლებლის” საავადმყოფოში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი. ინფორმაცია არმენპრესთან საუბრის დროს პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა.
“საგანგებო ზარი 12:05 საათზე მივიღეთ. ამჟამად პოლიციის თანამშრომლები გამომძიებელთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. მიმდინარეობს სათანადო სამუშაოები”, – განაცხადეს პოლიციიდან.