ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი სომხეთში მთავრობის მშვიდობიანი გზით გადაცემას აღსანიშნავ მოვლენდ მიიჩნევს, თუმცა დასძენს, რომ საზოგადოების მოლოდინი მაღალია და ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანის უფლებების დაცვას. არმენპრესის ინფორმაციით, მიატოვიჩმა ამის შესახებ 15-20 სექტემბერს, სომხეთში ვიზიტის შედეგების განხილვის დროს ისაუბრა.
მიატოვიჩი ასევე მიესალმა სომხეთის მთავრობის ნაბიჯებს, გამოევლინათ 2008 წლის 1-ლი მარტის მოვლენების დამნაშავეები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხთან მიმართებაში კანონის უზენაესობის პრინციპების სრული გათვალისწინებით, სასამართლოს დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფით უნდა იმოქმედოს.
სომხეთში ვიზიტის დროს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ქალთა უფლებების დაცვის, გენდერულ თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხვებზეც გადაამახვილა ყურადღება.