სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ჰაიკაკ არშამიანი ფონდი “სომხეთის” დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ, ფონდის პრესსამსახური იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ არშამიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მრჩევლად 2018 წლის 2 ივლისს დაინიშნა.
1999-2000 წლებში პრემიერ-მინისტრის და კოორდინაციის მინისტრთა სამდივნოს წამყვანი სპეციალისტი იყო, 2001-2004 წლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი. 2015 წელს არშამიანმა ევროკავშირის ვიზიტორთა პროგრამის სერთიფიკატი, ხოლო 2016 წელს USAID-ის მონიტორინგისა და შეფასების პროგრამის სერთიფიკატი მიიღო.