სომხეთის პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერევნის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში, 23 სექტემბერს, 123 დარღვევა დაფიქსირდა.
კერძოდ, საოლქო პროკურატურამ გამოაქვეყნა 29 პუბლიკაცია და სოციალურ ქსელებში 4 ჩანაწერი, რომელიც შეიცავს საარჩევნო დარღვევების შესახებ ცნობებს. ასევე, დაფიქსირდა პოლიციაში მოქალაქეთა განცხადებების 89 შემთხვევა, ანგარიშგების და გაფრთხილების შესახებ. ერთ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა.
დარღვევებიდან 26 შემთხვევა მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების განხორციელებისას ხელის შეშლა იყო, 23 – ხმის მიცემის სანაცვლოდ მოსყიდვა, 2- განმეორებითი კენჭისყრა, კენჭისყრის კონფიდენციალურობის დარღვევა, 1 – ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლა, 5 – სხვა შემთხვევა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021