სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე განაცხადა, რომ მან უკვე მიიღო მონაწილეობა ერევანში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ახლა ნიუ-იორკში ვიზიტისთვის ემზადება.
პრემიერ-მინისტრმა მშვიდობიანი არჩევნები უსურვა და ყველას მოუწოდა მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და მისცენ ხმა.
“მე გავაკეთე ჩემი არჩევანი ერევნის მერის არჩევნებში და ახლა ნიუ იორკში მივდივარ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში და არ დარჩებიან სახლებში, რადგან თქვენი არჩევანი განსაზღვრავს ვინ გახდება ქალაქის მერი. იმედი მაქვს, რომ ერევნის მაცხოვრებლები იზიარებენ ამ პასუხისმგებლობას და მათი აქტიურიბის მნიშვნალობას”, – წერს ფაშინიანი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021