24 სექტემბერს, სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე არა ბაბლოიანის ხელმძღვანელობით სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია შვეცარიის დედაქალაქ ბერნში მიემგზავრება.
ბერნში ვიზიტის განმავლობში არა ბაბლოიანი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს დომინიკ დე ბუმანს, კონფედერაციის ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ფინანსთა ფედერალური დეპარტამენტის უფროსს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. საპარლამენტო დელეგაცია ასევე ეწვევა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისს.