საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს”დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 3 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო.

მიწისძვრის სიმძლავრე 3 მაგნიტუდა იყო.