ნატო მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს გააქტიურდნენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში

ნატო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს გაააქტიურონ ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ამის შესახებ დღეს ბაქოში ჟურნალისტებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოთემიოლერმა განუცხადა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს მინსკის ჯგუფს და მოვუწოდებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს ძალისხმევისკენ, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას მიაღწიონ”, – განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა.