19 სექტემბერს, სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სერგეი კოპირკინს უმასპინძლა. არმენპრესის ინფორმაციით, მინისტრმა ლევონ ვაჰრადიანმა სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით რუსეთთან თანამშრომლობა წარმატებულად შეაფასა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი შემეცნებითი ხასიათისაა და იმედი გამოთქვა, რომ ის გააგრძელებს რუსეთის საელჩოს მიერ განხორციელებული სამუშაოების ხელშეწყობას, ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებისა და განვითარებისთვის.