რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა.
“ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ძალის გამოყენების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ამ კუთხით მხარეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მოლაპარაკებების გააქტიურებაზე, რომლის შესახებ გადაწყვეტილება, 2017 წლის ოქტომბერში კონფლიქტის მოგვარების საქმესთან დაკავშირებით სამიტზე მიიღეს,” ნათქვამია განცხადებაში.