ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 15 სექტემბერს კონფერენცია სახელწოდებით “დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლიანი გზა” დაიწყო, სადაც სომეხი და ქართველი ისტორიკოსები იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი კონფერენცია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციათა საბჭოს ინიციატივით იმართება.
15 სექტემბერს, საბჭოს კოორდინატორმა არტაკ გაბრიელანმა მოკლე ისტორიული მიმოხილვა გააკეთა ორი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შესახებ.
კონფერენციის გახსნაზე იმყოფებოდნენ საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ახალციხის მერი, ახალციხის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფიგურები.
16 სექტემბერს, კონფერენციის ფარგლებში ისტორიკოსების მოხსენებები და დისკუსიები მიმდინარეობს ორი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მოპოვების 100 წელთან დაკავშირებით.