13 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საფრანგეთის სენატის სომხეთ-საფრანგეთის მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტ ჟილბერ-ლიუკ დვინაზის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები მიიღო.
მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს სავაჭრო ბრუნვის მოცულობების ზრდას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთში მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიის განვითარებას, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გამარტივებას, ინვესტიციების ხელშეწყობას და სხვა თემებს.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ინტენსიურად ემზადება ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე -17 სამიტისთვის და იმედოვნა, რომ ის მაღალ დონეზე ჩატარდება.