სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თავის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებით, ყოველმხრივ ცდილობს ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინერთან შეხვედრაზე განაცხადა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრის დროს განხილვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება იყო. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კონფლიქტების დარეგულირების პროცესს უშლის ხელს. ალიევი აცხადებს, რომ ფაშინიანის ინიციატივა, რომ”ყარაბაღი ცალკე უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში” – მიუღებელია.
“აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს განცხადებებს, რომ ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიები, სავარაუდოდ, მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის ნაწილია. ამასთან, აზერბაიჯანი მოუწოდებს ეუთო-ს უპასუხოს ასეთ საშიშ განცხადებებს. საერთო ჯამში, აზერბაიჯანის მხარეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ფაშინიანი ცდილობს ყველა საშუალებით ჩაშალოს მოლაპარაკებების პროცესი. ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს და პირადად, ფაშინიანს დაეკისრება. ალიევი მოუწოდებს ეუთო-ს უყურადღებოდ არ დატოვოს სომხეთში არსებული პოლიტიკური ვითარება, კერძოდ, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, სომხეთში ახალი დიქტატორული რეჟიმის გაჩენა,” წერს infoteka24.ru
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021