სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მიმართ ახალი საქმის წარმოება დაიწყო, რომელიც ფინანსურ მაქინაციებსა და ფულის გათეთრებას შეეხება. ამის შესახებ სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არტურ ვანეციანი აცხადებს.
„საქმე რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეეხება“, – განმარტა ვანეციანმა და პირობა დადო, რომ ნაწილობრივ გაასაჯაროებს მასალებს იმ უკანონო სქემის თაობაზე, რომელმაც ქოჩარიანის ოჯახს ერევანში სასტუმრო „კონგრესის“ შეძენის საშუალება მისცა.
ამასთან, ვანეციანი აპირებს გამოაქვეყნოს ინფორმაცია კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმის მიერ მოწობილი მაქინაციების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამოქალაქო მოძრაობა “ჩემი ნაბიჯის” საჯარო შეკრებაზე სომხეთის მეორე პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანსა და მესამე პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ხალხის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ამაზე პასუხი დაუბრუნდებათ.
ქოჩარიანს 26 ივლისს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1-ლი მარტის აქციის დარბევისთვის წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 14 აგვისტოს ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021