სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა ცნობილი ფლამანდიელი წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, საბრძოლო სცენების დამდგმელი, Rodin Entertainment-ის დამფუძნებელი და მეთაური ჟან-კლოდ ვან დამის მონაწილეობით, სადაც ვანდამი წარწერით “დუხოვ” ქუდს ატარებს.
ერთ-ერთი ღონისძიების დროს წარმოშობით სომეხმა ფანმა ვან დამს სთხოვა, რომ ვიდეოში სომხებს მისალმებოდა და წარწერით “დუხოვ” ქუდი გადასცა.
“სომხეთი, ჩემი სიყვარული თქვენ და დიდი პატივი შარლ აზნავურს”, – განაცხადა ჯან-კლოდ ვან დამმა.
რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა ინტერნეტში მსახიობის მონაწილეობით, რომელშიც ის სომხებზე საუბრობდა. ვიდეოში ის გოგონას ესაუბრება სადაც აცხადებს, რომ სომხეთი მოსწონს და აზნავური მისი მეგობარია.